
წელი: 2006
ჟანრი: საშინელება, ტრილერი, დრამა, სათავგადასავლო
რეჟისორი: დმტრი ონიშენკო, იაროსლავ მოჩალოვი, სერგეი სოკოლიუკი
როლებში: პაველ დერევიანკო, ალეკსანდრ პაშკოვი, სერგეი ასტახოვი, ანა იანოვსკაია, დენის ნიკიფოროვი, ივან ვოლკოვი, ნატალია კურდიუბოვა, ნიკიტა ემშანოვი, მარია შალაევა, ალეკსანდრ ვორობევი...
IMDB: -
სერიალის შესახებ: სერიალში ნაჩვენებია რეალური და იმქვეყნიური სამყაროების 12 ისტორია. გმირები იდუმალი ძალების ქვეშ არიან მოქცეულნი, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაზე ბატონობენ და მათ მოქმედებებსა და ბედს განაგებენ. მიღმური ძალების ზეგავლენით, ვიღაც ვიღაცას წყევლის, ვიღაც ამ წყევლის მსხვერპლი ხდება. ზოგი რწმენას მოიპოვებს, ზოგი საერთოდ უარს იტყვის მასზე. ამ სამყაროში ყველა მარიონეტად ქცეულა. ვინ წარმართავს მათ? ძებუნებრივი ძალები იფარავენ ადამიანებს, მაგრამ ისინი კიდეც ანადგურებენ მათ. ღირს ბედთან თამაში? ვინ არის ის, ვისაც თავი ღმერთი ჰგონია? რა საიდუმლოებებს ინახავს უძველესი სამარხი? რა არის ფასი საუკუნო ცხოვრებისა?..
