
წელი: 2014
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ოლივიე ასსაოასი
როლებში: ჟიულიეტ ბინოში, კრისტენ სტუარტი, ხლოია გრეის მორეცი, ლარს ეიდინგერი, ჯონნი ფლინნი, ანგელა ვინკლერი, ხანნს ციშლერი, ნორა ფონ ვალდშტეტტენი, ბრეიდი კორბეტი, ალიოშა სტეიდელმანნი
IMDB: 7.0
თავისი საერთაშორისო კარიერის პიკზე მარია ენდერსს სთხოვენ, ითამაშოს სპექტაკლში, რომელმაც მას ჯერ კიდევ 20 წლის წინ მოუტანა პოპულარობა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ მაშინ განასახიერებდა სიგრიდის პერსონაჟს – ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც თავისი ბოსი ჰელენა თვითმკვლელობამდე მიჰყავდა. ამჯერად, თხოვნა სხვაგვარია – მან სწორედ ჰელენას როლი უნდა მოირგოს. მარია ენდერსი თავის ასისტენტ ვალენტინთან ერთად სილს მარიაში ჩადის სარეპეტიციოდ. ასე ალპებში მდებარე ადგილს ჰქვია. მსახიობს საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარება, ასისტენტი კი დარწმუნებულია, რომ ის ყველაფერს შეძლებს… ვალენტინი სწორედ ის ადამიანია, რომელშიც საჭირო მხნეობა და მხარდაჭერის უნარია თავმოყრილი და რომელიც მარიას სწორი არჩევანის გაკეთებასა და ნაბიჯების წინ გადადგმაში ეხმარება…
