
წელი: 2014
ჟანრი: ბოევიკი, დრამა
რეჟისორი: ჰერი ფლედერი, დუათ ჰ ლითლი, ბობი როტი
როლებში: ედდი ქეი თომასი, რობერტ პატრიკი, ქეთრინ მაქფი, ერი სტიდემი, ელიეს გაბელი...
IMDB: 7.7
სერიალის შესახებ: სერიალის ძირითადი პერსონაჟი უოლტერ ო' ბრეიენი, ძალიან ჭკვიანი და უნარიანი კაცია. ისეთ ჭკუას, როგორიც მას აქვს, მსოფლიოში მხოლოდ ერთეულები ფლბენ. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რიმ ამის გამო, მას წარმატებული ცხოვრება აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს. პირიქით, ეს გონებრივი უნარები ბრეიენს მხოლოდ ზედმეტ პრობლემებს უმატებს. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, როცა ის თავის თანატოლებთან ერთად დახეტიალობდა, მისი ხუმრობები არაჩვეულებრივი იყო და მისი ამხანაგების ხუმრობებისგან არსებითად განსხვავდებოდა. მოზარდობის პერიოდში ყველა: ეწეოდა, უსმენდა "აკრძალულ მუსიკას" და ათასნაირ უსიამოვნებებს აწყდებოდა. უოლტერი კი - იმ კითხვებზე პასუხს ეძებდა, რაც მას აზრად მოსდიოდა. მან გატეხა NASA-ს და პენტაგონის დაცვის სისტემა. იმ დროს, მას აზრადაც არ მოსვლია თავში გაეაზრებინა, თუ ვინ იყო იგი. უოლტერი, როგორც კი წამოიზარდა, გადაწყვიტა საკუთარი საწარმო ჰქონოდა, სადაც იმუშავებდა 5 ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. NSA -ამ შეიტყო ამის შესახებ და შესთავაზა, რომ მათთან ეთანამშრომლა. უოლტერის ბრიგადა, მსოფლიოში ეს ესაა შექმნილი ფატალური პრობლემის გადაჭრისთვის ამუშავდა...
