
წელი: 2013
ჟანრი: დრამა, საომარი
რეჟისორი: ალექსეი მურადოვი
როლებში: ეკატერინა ვილკოვა, პაველ დუბოვი, ნიკოლაი კოზაკი, ლიუბოვ რუდენკო, საველი კიოსია, იური იაკოვლევ-სუხანოვი, მარია ანდრეევა...
IMDB: -
სერიალის შესახებ: კონსოლიდირებული ავიაპოლკის მეთაური, საფრენოსნო სკოლის მოსწავლეებს ლეონიდსა და ბორისს, ატყობინებს, რომ ფრონტის ახალი შევსებისთვის ისინი მის პოლკში ჩაირიცხნენ. ბორისი მაშინვე შეეკითხა, გაუშვებენ, თუ არა მათ სასწრაფოდ საბრძოლველად. მეთაურმა უპასუხა, რომ ჯერ ქარხანაში უნდა მივიდნენ ახალი თვითმფრინავების მისაღებად, შემდეგ კი ბრძოლაში ჩაერთვებიან... ბიჭები ქარხანაში თვითმფრინავებს მიიღებენ და საშინელი სურათის მოწმენი ხდებიან - დანადგარებზე გამოფიტული ქალები და ბავშვები მუშაობენ, რომლებიც ყუთებზე დგანან დანადგარებს რომ მისწვდნენ. სხვა ბავშვები და ქალები იქვე ცეხში, საძილე თალიზში იატაკზე წვანან. ბორისის კითხვაზე: "ესენი ვინ არიანო?" ქარხნის დირექტორმა უპასუხა: ეს მეორე ცვლააო. ბორისმა და ლეონიდმა კარგად დაინახა, თუ რა რთულ მდგომარეობაშია ქვეყანა და რა პირობებში მუშაობს ხალხი, რომ მათ ფრენა და მტრის განადგურება შეძლონ...
