
ლეონარდო დიკაპრიო / Leonardo DiCaprio (ბიოგრაფია)

დაბადების თარიღი: 11 ნოემბერი, 1974
დაბადების ადგილი: ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი, კინოპროდიუსერი
კარიერა: 1989 - დღემდე
ბიოგრაფია: ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთგერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.
სამსახიობო კარიერა დაიწყო 90-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რას ჭამს გილბერტ გრეიპი“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTA-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი.
მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. ამას მოჰყვა როლები ფილმებში „დამიჭირე თუ შეგიძლია“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს „ავიატორით“ მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „მიცვალებულები“ და „ჩაკეტილი კუნძული“.
სურათები:








ლეონარდო დიკაპრიო / Leonardo DiCaprio (ბიოგრაფია)